აშკარა უპირატესობით მოგებული ნახევარფინალი - ქაჯაია ფინალში თურქ რიზა კაიაალპს შეხვდება
Aa
Aa

აშკარა უპირატესობით მოგებული ნახევარფინალი - ქაჯაია ფინალში თურქ რიზა კაიაალპს შეხვდება

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ და შეხვედრები 5 წონით კატეგორიაში გაიმართა. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში ათი სპორტსმენით გამოვიდა და 5 მოჭიდავიდან მედლებისთვის ბრძოლას ორი განაგრძობს.

130 კილოგრამ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია ნახევარფინალში გავიდა და ლიეტუველ ფრიდრიკასს დაეჭიდა. ჩვენებურმა შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქის დასამარცხებლად მხოლოდ 1 წუთი და 38 დასჭირდა. იაკობმა აშკარა უპირატესობით, 9-0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალში თურქ რიზა კაიას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ქაჯაიამ საწყის რაუნდში იოლად 9-0 მოუგო ჩეხ სტეფან დავიდს და მეოთხედფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურს შეხვდა. იაკობმა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი წევრი 3-1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, ნახევარფინალში ლერი აბულაძემ (63 კგ) იჭიდავა და პირველ პერიოდის 5-0-ით მოგების მიუხედავად, ჟამბოლატ ლოკიაევის წინააღმდეგობა ვერ დაძლია, 5-9 დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები