ნატალია ოთხმეზური - პირველი ქართველი ქალი კალათბურთელი, რომელიც NCAA-ში ითამაშებს
Aa
Aa

ნატალია ოთხმეზური - პირველი ქართველი ქალი კალათბურთელი, რომელიც NCAA-ში ითამაშებს

21 წლის ახალგაზრდა კალათბურთელი კარიერას NCAA-ის პირველ დივიზიონში გააგრძელებს. ნატალია არის პირველი ქართველი ქალი კალათბურთელი, რომელიც NCAA-ის პირველ დივიზიონში იასპარეზებს. ახალი სეზონიდან ის საუზერნ იუტას კოლეჯის რიგებში ითამაშებს.

გეტყვით, რომ NCAA-ში წასვლამდე,  ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემიაში თამაშობდა. ნატალიამ თავისი კარგი თამაშით შეერთებული შტატების, კონკრეტულად კი ვაიმონგის შტატის კოლეჯის - „კასპერსის“ ყურადღება მიიპყრო და სრული დაფინანსება მოიპოივა. ნატალიამ „კასპერსში“ 2 სეზონის განმავლობაში იასპარეზა და ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი იყო.

ოთხმეზური თავისი მონაცემებიდან გამომდინარე 16 წლამდე ფაჩულიას აკადემიაში ბიჭებთან ერთად ვარჯიშობდა და დიდი წარმატებებიც ჰქონდა. ნატალია ასევე ეროვნული ნაკრების წევრიც იყო. 21 წლის კალათბურთელი "დინამოს" ქალთა ნაკრებშიც თამაშობდა. თბილისური კლუბი ნატალიას კარგი თამაშის წყალობით სამჯერ ჩემპიონი გახდა.

ნატალიას თამაშის ამსახველი კადრები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები