მარცხი ფერენცვაროშთან - დინამო ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა
Aa
Aa

მარცხი ფერენცვაროშთან - დინამო ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

წყალბურთში „თბილისის დინამომ“ 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა უნგრეთში დაასრულა. ბოლო მატჩში თბილისელთა მეტოქე მასპინძელი „ფერენცვაროში“ იყო, რომელიც მოქმედი ჩემპიონი და შეჯიბრების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

მიუხედავად ქართველთა ღირსეული წინააღმდეგობისა, უნგრელებმა 15:11 გაიმარჯვეს.

„ფერენცვაროშმა“ პირველივე მეოთხედში მოახერხა დაწინაურება (5:3), მეორეშიც ორბურთიანი სხვაობით იმარჯვა და დიდ შესვენებაზე უკვე 9:5-ს იგებდა. მეორე ტაიმში „დინამომ“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეჯიბრების დაწყების დღიდან ბოლომდე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

„ტელეკომის“ კარში 11 გოლის გატანა ადვილი არ არის. ქართველთაგან თავი  ბითაძემ (2 გოლი), სარიჩმა (2), მაგრაქველიძემ (2), ვაპენსკიმ (2), მესხმა (1), ელაჩამ (1) და დადვანმა (1) გამოიჩინეს.

სტატიაში გამოქვეყნებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მასალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები