Aa Aa
22 აპრილი 2021  |  01:17

შერმადინის 12 ქულა და ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვება ბილბაოსთან

ACB ლიგის 31-ე ტურში „ტენერიფემ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და მარტივად დიდი ანგარიშით 86:67 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 16 წუთი და 17 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულას და 1 მოხსნას მოუყარა თავი. შეიძლება ითქვას, რომ შერმადინს სუსტი მატჩ ჰქონდა.

„ტენერიფეს“ 24 ქულით და 7 ასისტით ჰუერტასმა ულიდერმა, რომელსაც 18 ქულით, 2 მოხსნით და 4 შედეგიანი გადაცემით მხარი ფიტიპალდომ აუბა.

ამ გამარჯვების შემდეგ მასპინძლები სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე 50 ქულით იმყოფებიან და 4 ქულით ჩამორჩებიან მე-2 ადგილოსან „ბარსელონას“. პირველ პოზიციაზე კი „რეალია“ 60 ქულით.

მომდევნო მატჩს ვიდორეტას შეგირდები “იოვენტუტ ბადალონას“ წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში