''ამ ატმოსფერომ მოტივაცია გამიასმაგა'' - ''სანიოლმა რწმენა დაგვიბრუნა''
Aa
Aa

''ამ ატმოსფერომ მოტივაცია გამიასმაგა'' - ''სანიოლმა რწმენა დაგვიბრუნა''

უნგრული ''უიპეშტის'' 23 წლის ქართველი შემტევი გიორგი ბერიძე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ტექნიკისა და სისწრაფის სინთეზით ''გენტის'' ექს-ფეხბურთელმა 15 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. მისი არაერთი გოლის გამორჩევა შეგვიძლია, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გოლი გასულ კვირაში ''კიშვარდას'' შეუგდო და ''უიპეშტი'' უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა. ამ გოლს ''მეზოკოვეშდისთან'' შესრულებული საგოლე პასი მოჰყვა, მეტოქის ორ ფეხბურთელს აჯობა, ოსტატურად ითამაშა და თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. 

CrystalSport-თან ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი საკლუბო თემების გარდა ვილი სანიოლზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, გიორგი ჩაკვეტასა და საქართველოს ნაკრების მარტის თამაშებზე საუბრობს. მისი აზრით შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან შეხვედრებში სანიოლის გუნდს მინიმუმ 5 ქულა უნდა მოეპოვებინა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატის 22 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო უნგრეთის თასის 6 მატჩში 6 გოლითა და 1 საგოლე პასით დაეხმარა ''უიპეშტს''.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. გარდა ამისა, გასულ კვირაში უნგრეთის თასის ნახევარფინალში ''კიშვარდას'' გამარჯვების გოლი გაუტანა და ''უიპეშტი'' ფინალში გაიყვანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აკავშირებს. წარმატებული სეზონიდან გამომდინარე შემდეგ ზაფხულში 23 წლის მოთამაშის მიმართ დიდი მოთხოვნა იქნება და ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ კარიერა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გააგრძელოს.

მასალაში გამოყენებულია gff.ge-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები