დასანანი მარცხი ნახევარფინალში - ნიკა კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
Aa
Aa

დასანანი მარცხი ნახევარფინალში - ნიკა კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრი, ნიკა კენჭაძე ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

ქართველი ფალავანი ნახევარფინალში სლოვაკეთის წარმომადგენელს, ახსარბეკ გულაევს დაუპირისპირდა და 4:5 დამარცხდა. სლოვაკი მოჭიდავე მთელი ბრძოლის განმავლობაში ლიდერობდა. იგი ჯერ 2:0-ს იგებდა, შემდეგ 4:3-ს და სასურველ შედეგს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ კენჭაძემ ნახევარფინალში გასასვლელად რუსი მალიკ შავაევი ძალიან რთულ ბრძოლაში დაამარცხა. ქართველი ბოლო წამებამდე 2:3 მარცხდებოდა, თუმცა ბოლოს განხორციელებული 4-ქულიანი გდებით გამარჯვება მას დარჩა. რუსებმა გააპროტესტეს და გდება საბოლოოდ 2 ქულამდე ჩამოიყვანეს, თუმცა მათ ამანაც ვერ უშველათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები