შერმადინის 22 ქულა და ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვება!
Aa
Aa
19 აპრილი 2021  |  00:53

შერმადინის 22 ქულა და ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვება!

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში „ტენერიფემ“ „უნიკახას“ უმასპინძლა და მარტივად 79:61 დაამარცხა.

გამორჩეული იყო გიორგი შერმადინი. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23 წუთი და 35 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 22 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა თავი. შერმადინზე უკეთესი შედეგი მასპინძელთა მხრიდან არავის ჰქონია.

1 ასისტით მეტი ჰქონდა „უნიკახას“ კალათბურთელს ფრანგ ბუტეიეს. სხვა მხრივ მას და გიორგის ერთნაირი სტატისტიკა ჰქონდათ.

ამ გამარჯვების შემდეგ „ტენერიფეს“ 48 ქულა დაუგროვდა. ვიდორეტას გუნდზე წინ მხოლოდ „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან. შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 21 აპრილს შინ „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები