კვარაცხელია ტრავმირებულია - მოედანი ექიმთა დახმარებით დატოვა
Aa
Aa

კვარაცხელია ტრავმირებულია - მოედანი ექიმთა დახმარებით დატოვა

რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ''ურალისა'' და ყაზანის ''რუბინის'' შეხვედრაში სტუმართა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ 32-ე წუთზე მინდორი ტრამვის გამო დატოვა. მან მოედნიდან გასვლა ექიმების დახმარებით შეძლო. ამ ეტაპზე ტრამვის სიმძიმე უცნობია.

ტრამვის მიღების ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია დიდი სიჩქარით მირბოდა, მაგრამ ცენტრში მოულოდნელად დაეცა, ხელის მოქმედებით ჩანდა, რომ ტკივილს მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში გრძნობდა და სამწვრთნელო შტაბს ანიშნა შეცვლის საჭიროებასთან დაკავშირებით. ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წუთით ადრე მან ტკივილი მარჯვენა ფეხის მუხლშიც იგძნო.

ყაზანელთა ქართველი ტალანტი სოლტმურად ბაკაევმა შეცვალა.

შეხვედრა ლეონიდ სლუცკის გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო, ბაკაევის საგოლე პასის შემდეგ დარკო იევტიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ''რუბინის'' მაისურით პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი (გამომუშავებული პენალტებიც იგულისხმება) შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები