ევროპის ძიუდოს კავშირმა წლის საუკეთესო ექიმად კახაბრიშვილი აღიარა
Aa
Aa

ევროპის ძიუდოს კავშირმა წლის საუკეთესო ექიმად კახაბრიშვილი აღიარა

ევროპის ძიუდოს კავშირმა წლის საუკეთესო ექიმად ქართველი ზურაბ კახაბრიშვილი დაასახელა. მას პრიზი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გადაეცა, სადაც ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სპორტის მედიცინის ასოციაციამ გაავრცელა.

''ძიუდოს ევროპის კავშირმა ზურაბ კახაბრიშვილს წლის საუკეთესო ექიმის წოდება მიანიჭა და ძიუდოში შეტანილი წვლილისთვის ლისაბონში დააჯილდოვა.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მთავარ ექიმად არის დანიშნული.

სპეციალური პრიზი ევროპული ძიუდოს მმართველი ორგანოსგან სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა დღეს მიიღო''.

შეგახსენებთ, 2000 წლიდან ზურაბ კახაბრიშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმია, 2020 წლის 4 დეკემბრიდან კი - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები