Aa Aa
16 აპრილი 2021  |  13:05

''მოედანზე ხვიჩაც კი აღარ გორაობს'' - სლუცკი სასჯელის ამ მეთოდით კმაყოფილია

ყაზანის ''რუბინის'' მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსულ მედიასთან ''ჰალ სიტისა'' და არნემის ''ვიტესში'' გატარებული პერიოდი გაიხსენა. მოგეხსენებათ, რუსი სპეციალისტი აღნიშნული კლუბების მთავარი მწვრთნელი იყო და Tatar inform-თან ინტერვიუში ევროპაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

''ინგლისში მიღებული გამოცდილებიდან განსაკუთრებით ის მომეწონა, რომ მოთამაშეს, რომელიც ვარჯიშზე მოედანზე ხშირად წვებოდა და ექიმის დახმარებას ზედმეტად ბევრჯერ ითხოვდა, ფულადი ჯარიმა დავუწესე. ის ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშზე ექიმის დახმარებას ითხოვდა და ექიმის დახმარების შემდეგ ვარჯიშის განახლებისთვის მაშინვე მზად იყო, ავტომატურად ისჯებოდა. 

მუდმივად არ უნდა წუწუნებდე და შენს განცდებს არ უნდა გამოხატავდე, ვაჟკაცურად უნდა ივარჯიშო.

ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც ინგლისელები. სასჯელის ეს მეთოდი ინგლისში ვნახე და ''რუბინში'' ძალიან გამომადგა, რადგან ახლა მოედანზე არავინ წვება, თვით ხვიჩა კვარაცხელიაც აღარ გორაობს''.

ლეონიდ სლუცკისთან მუშაობით ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა. მისი გადაბირებით არაერთი ცნობილი კლუბია დაინტერესებული. მათ შორის ''მილანი'', ''იუვენტუსი'', ''დორტმუნდი'' და მიუნხენის ''ბაიერნი'', თუმცა მსურველთა სია გაცილებით ვრცელია.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ''რუბინის'' მაისურით პრემიერ ლიგის 22 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი (გამომუშავებული პენალტებიც იგულისხმება) შეასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში