Aa Aa
16 აპრილი 2021  |  00:18

ფეხმოკვეთილი ქალი წყალს ყიდდა - ეს ამბავი ოსიმენმა გაიგო და...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ნიგერიელი ქალის სურათი, რომელსაც ერთი ფეხი არ აქვს, თავზე კი წყლის ბოთლების გროვა ადევს. ნიგერიის ქალაქ ლაგოსში ფეხმოკვეთილი ქალბატონი წყალს ყიდის. ეს სურათი „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ნახა და გადაწყვიტა, რომ ხსენებულ მანდილოსანს დახმარებოდა.

„მტკივა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში გხედავ. აქ ვარ იმისთვის, რომ დაგეხმარი“ - წერს ოსიმენი საკუთარ სოციალურ ქსელში.

Football-Italia გვამცნობს, რომ ოსიმენი ფეხმოკვეთილი მანდილოსანის ისტორიამ შეძრა. ეს ახალგაზრდა შემტევისთვის ძალიან ემოციური იყო. როგორც გაირკვა, ამ ქალბატონს მერი დენიელი ჰქვია. მას მაისურზე საინტერესო რამ აწერია. “No pain, No gain” - ეს ბრიტანული ცნობილი გამოთქმაა, რომელიც ქართულად  ნიშნავს - „ტკივილი აუცილებელია რაღაცის მისაღწევად“

ვიქტორმა საკუთარ სოციალურ ქსელში მერი დანიელის საპოვნელად დახმარება ითხოვა. 24 საათის შემდეგ, ფეხბურთელმა და მანდილოსანმა ვიდეო ზარის საშუალებით ისაუბრეს.

რა უთხრა ოსიმენმა დენიელს?

„გამარჯობა. ბედნიერი ვარ, რომ გიპოვე. როგორ ხარ? ვიცი, რომ ასე ყოფნა ადვილი არ არის. ერთ დროს მეც ქუჩაში ვიყავი. მტკივა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში გხედავ. დღეს თავს უკეთესად ვგრძნობ, რადგან გიპოვე და შემიძლია დაგეხმარო."

საპასუხოდ, მერი დენიელმა გაუღიმა და მადლობა გადაუხადა. ფეხბურთელმა და მანდილოსანმა შეხვედრაც კი დათქვეს. ოსიმენი დაპირდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მას მოინახულებს.

 ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში გაჩნდა ფოტო, რომელშიც ნათლად არის ასახული, რომ ვიქტორ ოსიმენი დენიელს ფინანსურად დაეხმარა. გარკვეული მიზეზებით, პუნქტი, რომელშიც უნდა ეწეროს, თუ რამდენი გადარიცხა "ნაპოლის" თავდამსხმელმა დაფარულია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ოსიმენმა მერი დენიელის ცხოვრება შეცვალა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში