ბასილაშვილმა თამაში შეწყვიტა - კრაინოვიჩი შემდეგ ეტაპზე გავიდა
Aa
Aa

ბასილაშვილმა თამაში შეწყვიტა - კრაინოვიჩი შემდეგ ეტაპზე გავიდა

მონტე კარლოს მასტერსის პირველ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ფილიპ კრაინოვიჩს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ უშანსოდ 1:6 0:2 დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა.

ეს წაგება ნიკოლოზისთვის ზედიზედ მეორე იყო. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კალიარის ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი ლასლო ჯერესთან 0:6 2:6 დამარცხდა.

დღევანდელი მატჩი ნიკას არ წაუვიდა. პირველ სეტში მხოლოდ 1 გეიმის მოგება შეძლო ისიც იმ დროს, როდესაც ანგარიში 0:5 იყო.

არც მეორე გეიმი იყო განსხვავებული. ბასილაშვილი პირველივე გეიმში დაბრეიკდა და კრაინოვიჩმა უპირატესობა მოიპოვა. 0:2-ის შემდეგ ნიკოლოზმა თამაში ნაადრევად დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ქართველი ჩოგბურთელი ATP-ს რეიტინგში 1645 ქულით 35-ე ადგილზე იმყოფება და მასზე 1 საფეხურით დაბლა სწორედ კრაინოვიჩია. დიდი ალბათობით მონტე კარლოს დასრულების შემდეგ ნიკოლოზი და ფილიპი რეიტინგში ადგილებს გაცვლიან.

იმასაც გეტყვით, რომ ისტორიაში ეს ამ ჩოგბურთელების მე-4 დაპირისპირება იყო. დღევანდელ დღემდე ბასილაშვილი 2 გამარჯვებით თავს იწონებდა. ახლა კი მოგება-წაგების ბალანსი 2-2 დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები