Aa Aa
9 აპრილი 2021  |  23:58

ლიკა კვირკველია – გოგონა ქობულეთიდან, რომელმაც ესპანური ისტორია დაწერა

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში კიდევ ერთი ისტორია დაიწერა. 16 წლის  ლიკა კვირკველია საკალათბურთო კარიერას ესპანეთში,  „ადერევა ტენერიფეში“,  სრული დაფინანსებით გააგრძელებს.

ლიკა 3 წლის განმავლობაში სანტა-კრუს-დე-ტენერიფეზე იცხოვრებს და, საკალათბურთო გამოცდილებასთან ერთად, ცოდნას ადგილობრივ სკოლაში მიიღებს.

„პირველ რიგში მადლობა ზაზა ფაჩულიას აკადემიას გაწეული შრომისათვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში აკადემია დამეხმარა  განვითარებაში და უფრო ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მეამაყება, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. ყველანაირად ვეცდები, გავამართლო ყველა იმ ადამიანის იმედი, ვინც მგულმშემატკივრობს. აუცილებლად გავაკეთებ მაქსიმუს, რომ საქართველოს სახელი კიდევ  გაჟღერდეს საზღვრებს გარეთ“.

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ლიკა 2018 წლის სექტემბერში აღმოაჩინა და  ბათუმის ასაკობრივი გუნდიდან გადმოიყვანა. ახალგაზრდა კალათბურთელი აკადემიაში ბიჭების გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ფიზიკურ და ინდივიდუალურ მომზადებას გადიოდა. გარდა ამისა, 2019 წელს იგი , 2006-წლიანების გუნდთან ერთად, ლიტვაში, ბალტიის ლიგაზე, ასპარეზობდა.

ლიკა კვირკველია – გოგონა ქობულეთიდან, რომელმაც ესპანური ისტორია დაწერა! ???? ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში კიდევ...

Posted by Zaza Pachulia Basketball Academy on Friday, April 9, 2021

მომზადებულია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ფეისბუქ გვერდის მიხედვით.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში