ისტორიული გამარჯვება - ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მიუახლოვდა
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნიდერლანდებში 2022 წელს გაიმართება, თამაშს მიუახლოვდა.
ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა საფრანგეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და კონტინეტის პირველობაზე ასპარეზობა ფაქტობრივად გაინაღდეს.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი თალესი გახდა, რომელმაც ფრანგებს 2 გოლი გაუტანა. საქართველოს რიგებში გატანილი გოლით რონინიოც გამოირჩა.
ფრანგების მხრიდან კი თავი ნგალამ და ბელჰაჯიმ გამოიჩინეს.
შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული 5 ტურის შემდეგ, ჩვენს ნაკრებს 10 ქულა დაგროვდა და ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა.
შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში ასათიანის შეგირდები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი რუსეთში 12 აპრილს გაიმართება.