Aa Aa
8 აპრილი 2021  |  12:56

დრაქსლერი: "მბაპეს მსგავსი სათამაშო დონე მსოფლიოში არავის აქვს"

„ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ, იულიან დრაქსლერმა შეხვედრა შეაფასა და განსაკუთრებით კილიან მბაპეს როლს გაუსვა ხაზი.

რა თქვა დრაქსლერმა

„აი რატომაც არის ის აქ. მისი მსგავსი სათამაშო დონე მსოფლიოში არავის აქვს. ჩვენ მისი სისწრაფე გვჭირდება. როდესაც ის ბურთით არის და აქვს შანსები, მას გოლები გააქვს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს ძალიან ბევრი სამუშაო გვქონდა, რადგან ბაიერნი ლევანდოვსკით, თუ მის გარეშე ძალიან სახიფათო მეტოქეა.

განმეორებით შეხვედრაშიც იგივე იქნება - რთული მატჩი. ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩვენ პარიზში ვითამაშებთ და მოედანზე მოსაგებად გავალთ, რათა მომდევნო ეტაპზე ვითამაშოთ“.

1994 წლის შემდეგ პირველად

პსჟ „ბაიერნის“ წინააღმდეგ ბოლო დროს არც ისე იშვიათად თამაშობს, თუმცა პარიზელთათვის მიუნხენში მოგება დღემდე შეუსრულებელ მისიად რჩებოდა.

პსჟ-მ 1994 წლის შემდეგ პირველად მოახერხა და „რეკორდმაისტერი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა.

მბაპეს მორიგი რეკორდი

„ბაიერნთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ, კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში 1/8-ფინალურ და 1/4-ფინალურ სტადიაზე გასვლით მატჩებში 5 გოლის გატანა შეძლო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში