Aa Aa
5 აპრილი 2021  |  13:40

კვალიფიკანტი მეტოქე - ბასილაშვილი კალიარის ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთვება

მიმდინარე კვირაში მამაკაცი ჩოგბურთელები ATP-ის ეგიდით გასამართ ორ ტურნირზე ითამაშებენ - კალიარისა და მარბელაში. ორივე გათამაშება 250-იანთა კატეგორიისაა.

კალიარიში იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც "სარდინიის ღია პირველობაზე" ასპარეზობას მე-2 წრიდან დაიწყებს. მისი მეტოქე სუმიტ ნაგალსა და იოზეპ კოვალიკს შორის გამარჯვებული იქნება.

ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს ATP-ის ოფიციალური ვებგვერდის სტატიაში, რომელიც კალიარის ტურნირის წინასიტყვაობას ეხება: "სხვა ჩოგბურთელები, რომელთაც უნდა დავაკვირდეთ ნიკოლოზ ბასილაშვილი, გუიდო პელა, მარკო ჩეკინატო, იან-ლენარ შტრუფი, ჟილ სიმონი და სტეფანო ტრავალია არიან. ბასილაშვილს თიხაზე ორი 500-იანი ტურნირი აქვს მოგებული, კალიარიში კი მე-4 ნომრადაა განთესილი", - ვკითხულობთ ATP-ის საიტზე.

დღეს გამოქვეყნებულ ATP-ის ახალ რეიტინგში ნიკას 1600 ქულა აქვს და წინა კვირაზე 1 პოზიციით ზემოთ - 37-ე ადგილზე იმყოფება. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში