Aa
Aa

სამუშაო ვიზიტი - ფიბა-ევროპის დელეგაციის წევრებმა მშენებარე დარბაზი მოინახულეს

თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ფიბა-ევროპის დელეგაცია მისი აღმასრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის ხელმძღვანელობით. 

დელეგაციის წევრები 2022 წლის ევრობასკეტის მასპინძლობისთვის საქართველოში ახალი საკალათბურთო არენის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და შესაბამი რეკომენდაციები გასცეს, რათა ახალმა დარბაზმა მომავალში ევრობასკეტისა და მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, რომლის ანალოგიც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიისა, ახალი დარბაზის მშენებლობის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა და მისი ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია. ფიბა-ევროპის წარმომადგენლები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს სოსო გიორგაძეს, მშენებლობის დამკვეთ „სპორტმშენსერვისისა“ და სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კამილ ნოვაკთან ერთად თბილისში იმყოფებიან ფიბა-ევროპის კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელები საკის კონტოსი და ნიკ მარზოლი. ფიბა-ევროპის დელეგაციამ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ მომავალი ევრობასკეტის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა საერთო პროექტი განიხილეს

 პაატა გურასპაული - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი; სოსო გიორგაძე - სპორტის მინისტრის მოადგილე 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები