ჩაკვეტაძე დაბრუნდა - 21 წლის ტალანტმა გენტს უკაპიტნა
Aa
Aa

ჩაკვეტაძე დაბრუნდა - 21 წლის ტალანტმა გენტს უკაპიტნა

21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე მინდორს დაუბრუნდა. ''გენტისა'' და ''ანდერლეხტის'' ამხანაგურ მატჩში ჩაკვეტაძე თამაშში მატჩის დასაწყისში, მე-10 წუთზე ჩაერთო. მან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა, თუმცა ცხადია ოპტიმალური ფორმისგან შორსაა.

როგორც მოგეხსენებათ, 21 წლის ქართველ შემტევს ჯერჯერობით მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს „ჩაკვემ“ 4 ოქტომბერს, „ბეერსხოტის" წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ ამხანაგურ მატჩში ''გენტის'' კაპიტანი გიორგი ჩაკვეტაძე იყო.

გიორგის მუხლის ტრავმა აწუხებდა და გუნდს სწორედ ამიტომ ვერ ეხმარებოდა. მარტის დასაწყისში „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაზებრუკმა ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი თავს ბევრად უკეთ გრძნობდა, თუმცა შემდეგ კვლავ დაშავდა. ჩაკვეტაძის დაბრუნებას აპრილის მიწურულს ვარაუდობდნენ, თუმცა მან მინდორზე გასვლა გაცილებით უფრო ადრე შეძლო.

მარტში დაგეგმილ მატჩებში გიორგი ჩაკვეტაძე ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. მოგეხსენებათ, მიმდინარე თვეში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში სამ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 25 მარტს შვედეთთან შედგება. სკანდინავიაში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს (28 მარტი), რასაც საბერძნეთთან გასვლითი შეხვედრა მოჰყვება (31 მარტი). 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები