Aa Aa
5 მარტი 2021  |  11:05

"ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვა შეგვიძლია" - ჰაინერი ბაიერნის მომავალს ახალგაზრდებში ხედავს

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტს, ჰერბერტ ჰაინერს ჟურნალისტებმა ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერის ეკონომიკური ასპექტების შესახებ ჰკითხეს, რაზეც ჰაინერმა განზოგადებული პასუხი გასცა.

„ჩვენი გუნდის ბირთვი სამომავლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე იქნება დაშენებული და ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ამის ერთ-ერთი დადასტურება დაიო უპამეკანოს ტრანსფერია, რომელიც უკვე შეთანხმებულია.

ასევე მინდა გითხრათ, რომ „ბაიერნი“ ეკონომიკურად ძალიან ძლიერად და სტაბილურადაა. პანდემიის მიუხედავად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ ნებისმიერი ის ფეხბურთელი, რომელიც დაგვჭირდება“.

ჰოლანდის „რეკორდმაისტერში“ შესაძლო ტრანსფერზე გერმანული მედია ხშირად წერს. საკითხი მას შემდეგ გააქტუალურდა, რაც ბავარიელებს ნორვეგიელის დამატება ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმაც ურჩია.

20 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში