Aa Aa
4 მარტი 2021  |  18:18

შაპეკოენსეს ტრაგედიის დროს გადარჩენილი კიდევ ერთ ტრაგედიას გადაურჩა!

სამყაროს ახალი გმირი ჰყავს - ერვინ ტუმირი. ეს ადამიანი 2016 წელს შაპეკოენსეს ტრაგედიას გადაურჩა. ტუმირი იმ 6 გადარჩენილს შორის იყო, რომლებიც იმ ცნობილი ავიაკატასტროფას არ ემსხვერპლნენ.

ერვინი Lamia flight 2933-ის ეკიპაჟის წევრი იყო. დღეს კი მსოფლიოში მისი ამბავი ვირუსივით გავრცელდა. საქმე შემდეგში გახლავთ - 30 წლის ტუმირი მასშტაბურ კატასტროფას მეორედ გადაურჩა. რამდენიმე დღის წინ ბოლივიაში მიკრო-ავტობუსი თავისი დანიშნულებით მიდიოდა, რომელშიც ერვინი იჯდა. ხსენებული ავტობუსი ხრამში გადავარდა და 21 ადამიანი დაიღუპა.

ტუმირი კი კვლავ გადარჩა და მხოლოდ მცირე დაზიანებები მიიღო. მომხდარის შემდეგ ერვინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: "იმ მომენტში ნახევრად მეძინა. ყურებში ყურსასმენი მეკეთა და მუსიკას ვუსმენდი. ამ დროს ხალხის ყვირილი გავიგონე. ერთადერთი რისი გაკეთებაც შემეძლო იყო ის, რომ მყარად დავმჯდარიყავი. ხელები გავშალე და წინა სავარძელს ძლიერად ჩავებღაუჭე.

მომხდარს ვერ ვიჯერებ. როდესაც ავტობუსმა ვარდნა შეწყვიტა და მიწაზე დაეცა გამოვძვერი და მუხლებზე დავდექი. მკლავზე დაზიანება მაქვს და ახლა ვერ ვამოძრავებ. მუხლებიც მტკივა, მაგრამ ექიმები მეუბნებიან, რომ გამივლის. ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება."

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს რეისი Lamia flight 2933 ბოლივიაში ჰაერში აფრინდა და კოლუმბიისკენ გაემგზავრა. თვითმფრინავში კლუბ "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და გუნდის სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და 81 მგზავრიდან მხოლოდ 6 გადარჩა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში