ირაკლი გეგენავა: „გული მტკივა როდესაც ვუყურებ აგრესიას
Aa
Aa

ირაკლი გეგენავა: „გული მტკივა როდესაც ვუყურებ აგრესიას"

ირაკლი გეგენავა: „ასეთი ფონი ქართულ რაგბს აზიანებს“

 

საქართველოს 7-კაცა ნაკრების ყოფილი მორაგბე ირაკლი გეგენავა გულდაწყვეტილია იმ ფონით, რომელიც რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შეიქმნა.

ის იმედოვნებს, რომ დაპირისპირება დასრულდება და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცევა:

არჩევნების პროცესი ძალიან გაიწელა და მას თან ახლავს ცუდი ფონი, რაც ძალიან საწყენია. დიდი ხანია რაგბს ვთამაშობ და ორივე მხარეს უამრავი მეგობარი მყავს. გული მტკივა როდესაც ვუყურებ აგრესიას და შეურაცხმყოფელ შეძახილებს ვეტერანი მორაგბეების მიმართ. ეს ჩემთვის მიუღებელია და ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში ყველა დამშვიდდება და მოხდება გაერთიანება. პირადად ვიცნობ იმ სამივე კანდიდატს, რომლებიც პირველ არჩევნებზე დარეგისტრირდნენ და რაგბისთვის სამივეს ბევრი კარგი აქვს გაკეთებული. რომელიმე მათგანის მხარდაჭერა იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენებს ვუპირისპირდები და მნიშვნელოვანია ეს ყველამ გაიაზროს. სოსო ტყემალაძე ახლახანს გავიცანი და ძალიან კარგი მესიჯით მოდის. ის ცდილობს არეული სოტუაციის დალაგებას, რისი წინააღმდეგიც არავინ უნდა იყოს!” – განაცხადა გეგენავამ 

შეგახსენებთ,რომ 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები რამდენიმეჯერ ჩაიშალა და გადაიდო, ხოლო ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა შეაჩერა.

აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ, მათი განცხადებით, რაგბის კავშირის არჩევნებში კვლავ გარე ძალები ერევიან და ვისინი არაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, აღმასკომის სხდომაზე მათ მხარდამჭერებს არ დაუშვებენ

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები