Aa Aa
2 მარტი 2021  |  11:26

მანჩესტერთან არ იქნება - იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში "მილანი" "რომას" ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მილანელებმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს, თუმცა შეხვედრის შემდეგ ერთი არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

მატჩის 56-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო და პიოლიმ მის ნაცვლად მოედანზე რაფაელ ლეაო შეიყვანა. პირველადი დაკვირვების შემდეგ დაზიანება რთული არ ჩანდა, მაგრამ, როგორც გაირკვა ვეტერან თავდამსხმელს ბარძაყის კუნთზე აღენიშნება პრობლემები და ამის გამო მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს.

იტალიური მედიის ცნობით იბრაჰიმოვიჩი 10 დღეში დამატებით  გამოკვლევებს ჩაიტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა დრო დაჭირდება შვედის გამოჯანმრთელებას.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ზლატანი მინიმუმ 3 კვირა არ იქნება და ის ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან დაპირისპირებებს გამოტოვებს. მათ შორის ევროპის ლიგის ეგიდით გასამართ მერვედფინალურ მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. სერია ა-ში კი იბრა "უდინეზეს", "ვერონას" და "ნაპოლის" ვერ შეუტევს.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" ამჟამად სერია ა-ში 52 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და თანაქალაქელ "ინტერს" 4 ქულით ჩამორჩება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში