Aa Aa
1 მარტი 2021  |  12:54

"რა დარჩენია მას ამ ლიგაში? ლივერპულმა ხვიჩა მანეს ნაცვლად უნდა იყიდოს"

ზამთრის შესვენების შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონი განახლდა. ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინმა“ მოსკოვში „სპარტაკი“ 2:0 დაამარცხა.

ქართველი ლეგიონერი ყაზანელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო. ხვიჩამ ჯერ საგოლე გდაცემა გაიფორმა, შემდეგ კი მეორე გოლისას მის დარტყმულს დაამატეს და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ასე დაფიქსირდა.

კვარაცხელიას მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მისი შეჩერება მაინც ვერ მოახერხეს. ხვიჩას ამ პერფორმანსს სოციალურ ქსელებში უცხოელი ქომაგებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მათგანს:

„რა დარჩენია მას ამ ლიგაში?“ - წერს ერთ-ერთი ქომაგი, რომელიც თვლის, რომ ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგაზე გაცილებით ძლიერ ჩემპიონატში უნდა გამოდიოდეს.

„ხვიჩა გუნდის ნამდვილი ჯოკერია!“

„ასეთი ფეხბურთელის გაშვება როგორ შეიძლებოდა. ლოკოს (მოსკოვის ლოკომოტივი) ვგულისხმობ“.

„ჩემი აზრით, „ლივერპულმა“ ხვიჩა კვარაცხელია სადიო მანეს შემცვლელად უნდა იყიდოს. მანე ამჟამად საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის. კვარაცხელიას დრიბლინგი, საგოლე გადაცემები - ის ამაში ძალიან კარგია და თანაც მხოლოდ 20 წლის არის. ტრანსფერმარკეტი მას 11 მილიონ ევროდ აფასებს“.

„2010 წლის შემდეგ, „რუბინმა“ მოსკოვში „სპარტაკს“ პირველად მოუგო და მადლობა ამისთვის ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც კიდევ ერთი დიდებული პერფორმანსი შემოგვთავაზა“.

ცნობილი რუსი კომენტატორი გეორგი ჩერდანცევი: „დროა ხვიჩა სათამაშოდ ბარსელონაში გავუშვათ. მისი სათამაშო დონე უბრალოდ კოსმოსია“.

თამაშის დასრულებისას კვარაცხელიამ კამერასთან ტელეფონზე საუბრის ინსცენირება გააკეთა და კომენტატორმა კონსტანტინ გენიჩმა თქვა: ხვიჩა, შენ აუცილებლად დაგირეკავენ“. ცხადია, გენიჩი ხვიჩას მოსალოდნელ ტრანსფერს გულისხმობდა. სეზონის დასრულების შემდეგ უდიდესი ალბათობით ქართველი კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში