Aa Aa
1 მარტი 2021  |  11:15

ლევან ღვაბერიძე :"რაგბში არსებული დღევანდელი მდგომარეობა ძალიან გულდასაწყვეტია"

ვეტერანი მორაგბე ლევან ღვაბერიძე შეშფოთებულია რაგბში მიმიდინარე მოვლენებით და განცხადებას ავრცელებს. კარიერის განმავლობაში ლევანი ტოპ 14-ში, საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში თამაშობდა.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

რაგბში არსებული დღევანდელი მდგომარეობა ძალიან გულდასაწყვეტია და მიუღებელია ის განწყობა და ურთიერთობის ფორმები, რაც ბოლო დროს ჩამოყალიბდა. ეს არ არის დაპირისპირება, უბრალოდ მხარეები სხვადასხვაგვარად ხედავენ განვითარების გზებს და რაც მალე გამთლიანდება ეს მცირედი ბზარი, მით უკეთესი იქნება რაგბის წინსვლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ სწორად დაინახოს რეალობა. მე ირაკლი აბუსერიძესაც და სოსო ტყემალაძესაც ძალიან კარგად ვიცნობ. ირაკლის, როგორც სპორტსმენს, ქართული რაგბისთვის ძალიან ბევრი კარგი აქვს ნაკეთები და ეს დასაფასებელია. ამავდროულად, სოსოს 25 წელია ვიცნობ, ის ჩვენი დიდი გულშემატკივარია და რაგბი ძალიან კარგად ესმის. მისი მენეჯერული თვისებები ირაკლისას ბევრად აღემატება და პრიორიტეტს ამიტომაც ვანიჭებ. რაგბის კავშირს სწორი მენეჯმენტი სჭირდება და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სოსო საუკეთესო არჩევანია. ერთია მოედანი და მეორე მართვა, რასაც გამოცდილება, ცოდნა და რესურსი სჭირდება. საერთაშორისო რაგბში წარმატებული მენეჯმენტის ბევრი მაგალითი არსებობს. ფრანგული კლუბების 80%-ს გამოცდილი მენეჯერები მართავენ, რომლებიც მორაგბეები არასდროს ყოფილან - „სტად ფრანსე“, „რასინგი“, „ლიონი“, „მონპელიე“, „ტულონი“...  ყველამ იცის „ტულონის“ ყოფილი პრეზიდენტი მურად ბუჯელალი, რომელმაც გუნდი სულ სხვა სიმაღლეებზე აიყვანა და ბევრად უფრო ძლიერი გახადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ბუჯელალის პერიოდში „ტულონი“ ერთადერთი კლუბი იყო საფრანგეთში, რომელიც წლის ბოლოს ფინანსურ მოგებაში გადიოდა. მისი წასვლის შემდეგ, კლუბის დღევანდელ პრეზიდენტ ბერნარდ ლემეტღისაც არასდროს უთამაშია რაგბი. ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ეს ადამიანები იმიტომ ჩაუდგნენ კლუბებს სათავეში, რომ რაგბის მიმართ დიდი სიყვარული და მართვის საუკეთესო უნარები აქვთ. მოედ ალტრადმა არა მხოლოდ „მონპელიეში“, არამედ ზოგადად რაგბში ძალიან დიდი ფული დააბანდა და ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, თუმცა რაგბი არც მას უთამაშია. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება და ამ საკითხს სწორი კუთხით უნდა შევხედოთ. მართველ ჯგუფში, გამგეობაში, აუცილებლად უნდა იყვნენ ყოფილი მორაგბეები, თუმცა სულაც არაა აუცილებელი მენეჯმენტის სათავეში ვეტერანი მორაგბე იყოს. პირიქით, პროფესიონალი მენეჯერის გვერდით ყველა უნდა გაერთიანდეს, ვისაც რაგბი უყვარს და ერთად უნდა გავუძღვეთ ჩვენს საყვარელ საქმეს“. - განაცხადა ღვაბერიძე

შეგახსენებთ,რომ ლევან ღვაბერიძე 2009 წლიდან სპორტული აგენტია. 2018 წლიდან კი ევროპაში საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში