Aa Aa
27 თებერვალი 2021  |  10:41

გოლი და საგოლე პასი: ყიფიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონი განახლდა. მე-20 ტურში ''ტამბოვი'' ვოლგოგრადის ''როტორთან'' 1:3 დამარცხდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში მათ კარში 3 გოლი გავიდა.

54-ე წუთზე ''ტამბოვის'' ქართველმა მცველმა ზურაბ გიგაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ოთხ წუთში ნიკა ყიფიანის საგოლე გადაცემით ანდრეს პონსემ ისარგებლა და ''როტორი'' წინ გაიყვანა. 72-ე წუთზე ყიფიანმა ახლო მანძილიდან შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.


მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკა ყიფიანი დასახელდა, რომელმაც მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. 24 წლის ყიფიანი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ქართულად კარგად საუბრობს და 2019 წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ''რუსთავის'' მაისურით ასპარეზობდა. კვერკველიას, არაბიძისა და დავითაშვილის მსგავსად ყიფიანის აგენტიც მამუკა ჯუღელია.

ყიფიანს რუსეთის 15, 16, 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ''როტორში'' გადასვლამდე ყაზანის ''რუბინის'' მოთამაშე იყო.

''როტორის'' მაისურით ზურიკო დავითაშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი არაბიძე და საბა კვერკველია სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, ისინი ალექსანდრ ხაცკევიჩმა არ ათამაშა.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''როტორი'' 17 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო ''ტამბოვი'' 13 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ასევე, 13 ქულაა ჯიმი ტაბიძის ''უფას'' ანგარიშზე, რომელიც დღეს ''ხიმკის'' უმასპინძლებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში