Aa
Aa

"სუონსიმ" ბობ ბრედლი დანიშვნიდან 85 დღეში გაათავისუფლა

უელსური კლუბის, "სუონსის" ბოსებმა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ამერიკელი ბობ ბრედლი გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ BBC-მ გაავრცელა.

ბრედლის დებიუტი 3 ოქტომბერს, "არსენალთან" (2:3) წაგებული შეხვედრისას შედგა. მას შემდეგ ამერიკელის თავოსნობით "სუონსიმ" პრემიერ ლიგის 11 ტურში მხოლოდ 8 ქულა აიღო და ამ მომენტისათვის 12 ქულითცხრილში "ჰალთან" ბოლო ადგილს იყოფს.

აღსანიშნავია, რომ ბობ ბრედლი იყო პირველი ამერიკელი სპეციალისტი, რომელმაც პრემიერ ლიგის კლუბი გაწვრთნა.

 

მომზადებულია BBC.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები