ილია ზედგენიძე :
Aa
Aa

ილია ზედგენიძე : "გარეშე ძალების ჩარევა გამოიწვევს პროტესტს"

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს ირაკლი აბუსერიძეს ლეგენდარული ილია ზედგენიძე მხარდაჭერას უცხადებს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ილია ზედგენიძე - ვეტერანი მორაგბე  

ილია ზედგენიძე 1998 წლიდან 2011 წლამდე ბორჯღალოსნების რიგებში ასპარეზობდა. მან ეროვნული ნაკრების კვართი 64-ჯერ მოირგო და ნაკრებს 65 ქულა შესძინა. ის ასევე წლების განმავლობაში საფრანგეთში ასპარეზობდა.

შეგახსენებთ,რომ 24 თებერვალს ავჭალის სარაგბო ბაზაზე ჩანიშნული რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე დაიწყო და საბოლოოდ, ქვორუმის ვერშედგენის გამო გადაიდო.

ირაკლი აბუსერიძემ და მისმა მხარდამჭერებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ადგილზე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სოსო ტყემალაძის კანდიდატად დარეგისტრირება არაჯანსაღი პროცესია და მას და მის მხარდამჭერებს "ფულზე გაყიდულებს" ეძახდნენ. 

ასევე, აბუსერიძის მხარდამჭერები თვლიან, რომ რაგბის კავშირს პრეზიდენტი უკვე ჰყავს, რადგან 30 დეკემბერს გამართულმა არჩევნებმა აბუსერიძის გამარჯვება დააფიქსირა. ვიცით, რომ მოგვიანებით აბუსერიძე პრეზიდენტად საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა.

ფაქტია, ქართულ რაგბიში დაპირისპირება გრძელდება და ჯერჯერობით არც ის ვიცით, ახალი არჩევნები როდის ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები