Aa Aa
24 თებერვალი 2021  |  17:26

კიმიხი პირველია - გერმანელმა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორია დაწერა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ პირველ დაპირისპირებაში მიუნხენის "ბაიერნი" "ლაციოს" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. გერმანელთა გამარჯვება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ეს დაპირისპირება კი იოზუა კიმიხისთვის ისტორიული აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ნახევარმცველს, ან თუ გნებავთ მცველს(ორივე პოზიციაზე თამაშობს) ჩემპიონთა ლიგაზე 50 მატჩი დაუგროვდა. 50 შეხვედრიდან კი იოზუამ 38 დაპირისპირების მოგება მოახერხა. ასეთი შედეგი არასდროს არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია თავის პირველ 50 ჩემპიონთა ლიგურ მატჩში.

აქამდე ამ შედეგით "ბაიერნის" კიდევ ერთი ფეხბურთელი ტომას მიულერი და "სამეფო კლუბის" ნახევარმცველი კაზემირო იწონებდნენ თავს. ორივე მათგანმა პირველ 50 შეხვედრაში 36 გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ კიმიხი "შტუტგარტის" აღზრდილი გახლავთ. "ბაიერნში" კი 2015 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდის განმავლობაში 26 წლის ფეხბურთელმა 245 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 28 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე კი სადებიუტო შეხვედრა 2015 წელს "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ჰქონდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში