მიქაუტაძის გოლი ამხანაგურ მატჩში - სერენმა გენკი დაამარცხა
ბელგიურმა „სერენმა“, რომლის ღირსებას ჟორჟ მიქაუტაძე იცავს, ამხანაგური მატჩი გამართა და „გენკს“ დაუპირისპირდა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში ვიხილოთ, „გენკთან“ შეხვედრაში თავი გამოიჩინა.
„სერენმა“ 2-1 იმარჯვა და ერთ-ერთი გოლი სწორედ მიქაუტაძემ შეაგდო. ჟორჟის გარდა, „სერენის“ მხრიდან მუსა გეიე გამოირჩა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
????⚫️ Fin de ce match amical ! Score final 1-2 !
— RFC Seraing Officiel (@RfcSeraing167) February 23, 2021
⚽️ Moussa Gueye
⚽️ @MikautadzeG pic.twitter.com/egdJwtbp0T
შეგახსენებთ, რომ „სერენს“ 32 ქულა აქვს და ბელგიის ჟუპილერ ლიგის საგზურისთვის იბრძვის. მიქაუტაძე და კომპანია რანგით მეორე დივიზიონში მეორე პოზიციას იკავებენ და პირველადგილოსან „სენტ-ჟილუას" 18 ქულით ჩამორჩებიან. „სერენის“ მთავარი კონკურენტები „ლომელი“ და „ვესტერლო“ არიან, რომლებსაც 31-31 ქულა აქვთ.
მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 16 გოლი აქვს გატანილი. დისკვალიფიკაციის გამო მას რამდენიმე მატჩი გაუცდა და ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას იბრუნებს.