Aa Aa
22 თებერვალი 2021  |  14:45

მიქელთაძემ რუსეთი დატოვა - სეზონის ბოლომდე საბერძნეთში ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით ''რუბინის'' ექს-ფორვარდი ბექა მიქელთაძე კარიერას ბერძნულ ''ქსანტიში'' გააგრძელებს. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

''ქსანტი'' რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, თუმცა უმაღლეს ლიგაში დაბრუნების რეალური შანსი აქვს.

საბერძნეთის რანგით მეორე ლიგაში ''ქსანტი'' 15 ქულით მე-5 ადგილზეა, თუმცა ლიდერს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

მიქელთაძის ახალი გუნდის მთავარი მწვრთნელი ტონი პოპოვიჩია, რომელსაც ''კრისტალ პალასის'' მაისურით 2004-05 წლების სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში უთამაშია.

პოპოვიჩი ფაბრეგასის წინააღმდეგ

23 წლის ქართველ თავდამსხმელს ''ანორთოსისში'', ''რუბინსა'' და ''როტორში'' უთამაშია. მიმდინარე წლის დასაწყისში ''როტორთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და ბერძნულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ვლადიმირ ვაისმა მიქელთაძე ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.

2004-07 წლებში ''ქსანთის'' შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-მცველი ლევან მაღრაძე ასპარეზობდა.

2005-06 წლების სეზონში ''ქსანთი'' უეფას თასზე ინგლისურ ''მიდლსბროს'' შეხვდა. მოცემული ფოტო აღნიშნული მატჩიდანაა, მაღრაძე ავსტრიელი ემანუელ პოგატეცის წინააღმდეგ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში