პრემიერ ლიგამ საუკეთესოები გამოარჩია
ინგლისის პრემიერ ლიგის 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დაასახელეს, ხოლო გუნდად მის მიერ გავწრთნილი "ლესტერი“.
აპენინელმა გუნდი 2015-2016 წლების სეზონის წინ ჩაიბარა და პირველსავე სეზონში სუპერსენსაციურად გააჩემპიონა, რასაც შემდეგ "ჩემპიონთა ლიგის" ფლეი-ოფში გაყვანაც მოყვა.
ცნობილია ისიც, რომ რანიერი "ფიფას" მიერ წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაშიც ერთ-ერთი ფავორიტია. მისი კონკურენტები პორტუგალიის ნაკრების თავკაცი, ფერნანდუ სანტუში და "რეალის" დამრიგებელი, ზინედინ ზიდანი არიან.