უორბარტონი ექვსი ერზე: ''ქართველებს გადაულახავ ბარიერს ვახვედრებთ, სიახლე გვჭირდება''
Aa
Aa

უორბარტონი ექვსი ერზე: ''ქართველებს გადაულახავ ბარიერს ვახვედრებთ, სიახლე გვჭირდება''

უელსის ეროვნული გუნდის ექს-კაპიტნის, სემ უორბარტონის აზრით ''ექვსი ერში'' გავარდნა-შემოსვლის სისტემა უნდა ამოქმედდეს, რაც ''ექვსი ერის'' მიღმა მყოფი ნაკრებებისთვის დიდ შესაძლებლობას გააჩენს.

უორბარტონმა BBC-სთან საუბარში განაცხადა: ''ბოლო წლებიდან გამომდინარე იტალიის ნაკრები არ არის კონკურენტუნარიანი გუნდი. ჩემი პირადი აზრია, რომ ''ექვსი ერში'' უნდა იყოს გავარდნა-შემოსვლის სისტემა.

მაგალითად, გასული წლიდან გამომდინარე რანგით მეორე დონის სანაკრებო ტურნირი საქართველომ მოიგო. თუ იტალია ''ექვსი ერში'' ბოლო ადგილზე გავა და საქართველოს ნაკრები კვლავ ტურნირის გამარჯვებული გახდება, ქართველები იტალიაში უნდა გაემგზავრონ. იტალიის ნაკრებს ექნება შესაძლებლობა საკუთარ კედლებში საქართველოს ნაკრების ძლევით ''ექვსი ერში'' ადგილი შეინარჩუნოს. ფლეი-ოფის მატჩი ტელევიზიებისთვის საინტერესო იქნება და ამ კუთხითაც შემოსავალს მოიტანს. თუ საქართველო მოიგებს, ''ექვსი ერში'' ქართველები იტალიელებს შეცვლიან.

არ შეიძლება რანგით მეორე დონის გამარჯვებულს, გასული წლიდან გამომდინარე საქართველოს, მუდმივად მინის ჭერი დავახვედროთ. ასეთ მოცემულობაში ევროპული რაგბი როგორ განვითარდება? რანგით მეორე დონის ტურნირის გამარჯვებულისთვის ''ექვსი ერში'' მოხვედრა გადაულახავი ბარიერია.

საფრანგეთთან შეხვედრაში იტალიის ნაკრებს შეტევაში წასვლა შეეძლო, თუმცა ფრანგებმა მარტივად გაიმარჯვეს''.

შეგახსენებთ, რომში საფრანგეთის ნაკრებმა იტალია ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა (10:50). ეს იყო იტალიის ზედიზედ 28-ე მარცხი ''ექვსი ერში''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები