Aa Aa
2 თებერვალი 2021  |  19:00

თანამშრომლობის მემორანდუმი - ოლიმპიელებს "ავერსი" უსასყიდლოდ დაეხმარება

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასა და კომპანია “ავერსს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა და “ავერსის” დამფუძნებელმა”, პაატა კურტანიძემ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, “ავერსი”, ყველა ქართველ მოქმედ ოლიმპიელს, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო გამოკვლევითა და მედიკამენტებით დაეხმარება, ეს ყველაფერი კი უსასყიდლოდ მოხდება.

 “პაატა კურტანიძე დიდი მეცენატი და ქართული სპორტის გულშემატკივარია. ის ჩემი მეგობარია და უკვე მრავალი წელია, ქართულ სპორტს ეხმარება. “ავერსს” აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი ოლიმპიურ კომიტეტთან გაფორმებული. მიუხედავად ამისა, ახლა უკვე გადავწყვიტეთ, რომ პანდემიის პირობებში, ფორსმაჟორული ვითარების გამო, ხშირად გვჭირდება სპორტსმენების გამოკვლევა. წერილობითი მოთხოვნა დიდ დროს გვართმევს, ამიტომ, პაატა დათანხმდა ამას და მიხარია, რომ ის, როგორც გულშემატკივარი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ქართველი სპორტსმენები, საერთაშორისო ფორუმებზე, პრაქტიკულად ჯანმრთელები წარსდგნენ და გაახარონ ქართველი გულშემატკივარი”, - განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.

 “ “ავერსსა” და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც გულისხმობს, ყველა მოქმედი ოლიმპიელის, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას “ავერსის” კლინიკაში, ასევე მედიკამენტებით და ეს მოხდება, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ გვაქვს საშუალება, ქართველ სპორტსმენებს გავუწიოთ სამედიცინო დახმარება. მითუმეტეს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს თამაშობენ ნებისმიერი ქვეყნის პოპულარიზაციაში. მიგვაჩნია, რომ ქართული სპორტის მიღწევები, გარკვეულწილად დამოკიდებულია თანამედროვე მედიცინის დახმარებაზე. რაც შეეძლება “ავერსის” კლინიკას, თავისი ნამდვილად მსოფლიო დონის აპარატურითა და ექიმებით, ყველაფერს გააკეთებს ჩვენი სპორტსმენების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და წარმატების მისაღწევად”, - განაცხადა პაატა კურტანიძემ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში