კულიბალი 2017 წლამდე ვერ ითამაშებს
იტალიური "ნაპოლის" დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, ხალიდუ კულიბალი, გუნდს დაახლოებით იანვრის 10 რიცხვამდე გამოაკლდა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, სენეგალელი უკანახაზელი "ტორინოსთან" და "ფიორენტინასთან" გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.
25 წლის კულიბალიმ ტრავმა გასულ კვირას, "კალიარისთან" შეხვედრისას მიიღო.
მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით