Aa
Aa

"შაპეკოენსეს" გარდაცვლილი მეკარე ბრაზილიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!

ბრაზილიის საფეხბურთო ასოციაციამ, ფანების გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო ფეხბურთელად, "შაპეკოენსეს" გარდაცვლილი მეკარე, დანილო პადილია დაასახელა.

დაჯილდოების ცერემონიალი გუშინ გაიმართა, კუთვნილი პრიზი კი, დანილოს დედამ, ქალბატონმა ილაიდესმა ჩაიბარა, რომელსაც შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა.

"შაპეკოში მძიმე დღეებია. ყველა ადამიანისგან ვგრძნობ თანადგომას, მათ უნდათ, რომ ჩემი ტკივილი გაიზიარონ. სწორედ ეს მამხნევებს და მაცოცხლებს. ვიცი, რომ ჩემი შვილისთვისა და მისი სულისთვის უნდა ვიცოცხლო".

"ყველა ბავშვსა და ახალგაზრდას, რომელთა იდეალებიც ტრაგედიას ემსხვერპლნენ, მინდა ვუთხრა, რომ ახლა მათზეა დამოკიდებული როგორ გააგრძელებენ გარდაცვლილი კუმირების დაწყებულ საქმეს. შაპეკო, ეს ლამაზი ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობდა და იცხოვრებს". - ილაიდესის ემოციური კომენტარი ბრაზილიურმა საინფორმაციოებმა გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის დანილო პადილია ერთ-ერთი ადამიანი იყო, რომელიც ავიაკატასტროფის ადგილიდან ცოცხალი გაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები