დესტი:
Aa
Aa

დესტი: "ბარსელონაში თავს არადამაჯერებლად ვგრძნობ"

კატალონიის "ბარსელონას" ამერიკელმა მარჯვენა მცველმა სერჟინიო დესტმა La Liga World-თან მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით მას თავდაჯერებულობა აკლია.

"ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ თავდაჯერებულობა დავიბრუნო. სამწუხაროდ ახლა ასე არ ვარ, თავდაჯერებულობა ძალიან მაკლია.

ახლა მთავარია, რომ, რაც შეიძლება მალე დავიბრუნო თავდაჯერებულობა და ისე ვითამაშო, როგორც ადრე. ვფიქრობ, დიდი პოტენციალი მაქვს. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და აუცილებლად დავამტკიცებ რა შემიძლია." - განაცხადა დესტმა

აღსანიშნავია, რომ რონალდ კუმანი ამერიკელ ფეხბურთელს ენდობა. დესტმა ლა ლიგის 17 შეხვედრიდან 15 ითამაშა. ნიდერლანდელი სპეციალისტი სერჟინიოზე დიდ იმედებს ამყარებს და ეს მისი ინტერვიუდანაც ჩანს.

"დესტმა ამ სეზონში ბევრი მატჩი ითამაშა და ეს მისთვის მხოლოდ პირველი სეზონია "ბარსელონაში". ის ძალიან ახალგაზრდა არის და ყველაფერი წინ აქვს. სამწუხაროდ ბოლო მატჩში მან ტრავმა მიიღო და არ ვიცი შემდეგ შეხვედრაში იქნება თუ არა. იმედი მაქვს სულ მალე კარგად იქნება და გუნდს დაუბრუნდება." - განაცხადა კუმანმა

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მარჯვენა მცველი "ბლაუგრანას" მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში დესტმა ყველა ტურნირზე ერთად 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები