„ეს ხდება, როცა პატარა ბავშვებს ესპარინგები
Aa
Aa

„ეს ხდება, როცა პატარა ბავშვებს ესპარინგები" - ხაბიბი კონორის მარცხს გამოეხმაურა

UFC 257-ის ფარგლებში აბუ-დაბიში „ეტიჰად არენაზე“ ჯერჯერობით წლის მთავარი ბრძოლა შედგა - კონორ მაკგრეგორი დასტინ პორიეს წინააღმდეგ. ბევრისთვის მოულოდნელად ამერიკელმა ბრძოლა მოიგო და თან ისე, რომ კონორი მეორე რაუნდში გათიშა.

კონორთან დაკავშირებით ხაბიბ ნურმაგომედოვმა მაკგრეგორის შესახებ Twitter-ში დაწერა: „აი, რა ხდება, როცა გუნდს იცვლი, სპარინგ-პარტნიორებს ტოვებ, რომლებმაც ჩემპიონად გაქციეს და პატარა ბავშვებს ესპარინგები, რეალობისგან შორს“.

კონორს 2014 წელს პორიეს დასანოკაუტებლად 1 წუთი და 46 წამი ეყო. ამჯერად, - „დასტინს საწყისი 60 წამის განმავლობაში დავანოკაუტებ“, - ამბობდა მაკგრეგორი ბრძოლამდე, თუმცა სიტყვები მხოლოდ სიტყვებად დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები