''ეს ძალიან აშკარაა, ზიდანის ერა სრულდება'' - ფრანგის ორი მთავარი შეცდომა ბერნაბეუზე
Aa
Aa

''ეს ძალიან აშკარაა, ზიდანის ერა სრულდება'' - ფრანგის ორი მთავარი შეცდომა ბერნაბეუზე

გავლენიანმა ესპანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა გილემ ბალაგიმ ''სამეფო კლუბში'' ზინედინ ზიდანის მუშაობის შესახებ ისაუბრა. ბალაგის კომენტარს ესპანური AS-ი ავრცელებს.

''დავასახელებ ორ ფაქტორს, რაც ''რეალის'' ხელმძღვანელებს ზიდანის მუშაობის მიმართ უკმაყოფილების საფუძველს უჩენს. როცა ''რეალი'' მარცხდება ან პირველი ტაიმი სრულდება ან დამატებითი დრო ინიშნება, ზიდანს ''რეალის'' თამაშში სიახლე ვერ შეაქვს, მის მუშაობას არ ახლავს ინსტრუქცია, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას ''რეალის'' თამაშს შეცვლის და გუნდის ასპარეზობაზე დადებითად აისახება, რაც ''ალკოიანოსთან'' მატჩში კარგად გამოჩნდა.

მეორე ფაქტორი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება და გამოყენებაა. როცა მაღალი კლასის ფეხბურთელებით თამაშობ, მოდრიჩის, კაზემიროს, კროოსისა თუ ბენზემას გარდა ახალგაზრდა მოთამაშეებს მეტი სათამაშო დრო უნდა მისცე და გამოიყენო. მაგალითად, ზიდანმა უარი თქვა ან მცირე სათამაშო დრო მისცა შემდეგ ფეხბურთელებს: აშრაფ ჰაკიმი, დანი სებალიოსი, ვინისიუს ჟუნიორი, ბრაჰიმ დიაზი, სერხიო რეგილონი, ლუკა იოვიჩი, მარტინ ოდეგაარდი. მათგან ზოგი წავიდა, ზოგს კი წასვლა უნდა.

წარმატებულ და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი ვერ ხდება, მათ შორის დიდი ნაპრალია. ''რეალის'' ხელმძღვანელებს სეზონის მიმდინარეობისას გადაწყვეტილებას მიღება არ სურთ, თუმცა ხედავენ, რომ ზიდანის ერა სრულდება''.

ლა ლიგაში მადრიდის ''რეალი'' მეორე ადგილზეა და ლიდერ მადრიდის ''ატლეტიკოს'' 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა სიმეონეს გუნდს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული. ზიდანის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის ''შახტართან'' ორივე შეხვედრაში დამარცხდა, ხოლო სამეფო თასზე ''ალკოიანოს'' ბარიერი ვერ დაძლია, რაც დიდი მოულოდნელობა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები