Aa Aa
22 იანვარი 2021  |  10:09

„ეს მიუღებელია, ასეთი რამ არ უნდა გვახასიათებდეს" - რა თქვა კუმანმა კორნელასთან მატჩის შემდეგ

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა „კორნელასთან“ გამართული სათასო დაპირისპირების შემდეგ, საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა. ნიდერლანდელი კმაყოფილი ნამდვილად არ ყოფილა და განაცხადა:

„მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვება ყოველთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ჩვენი თამაშით ბედნიერი ვერ ვიქნებით, რადგან მომენტები გავანიავეთ და 2 პენალტი გავაფუჭეთ. ასეთ შეხვედრებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.

მოედანზე ისევ 120 წუთის გატარება მოგვიწია და ეს ზედიზედ მესამედ მოხდა, რაც სერიოზული პრობლემაა და ეს ჩვენი ბრალია. ვერ ვიტყვი, რომ ცდა დავაკელით, მაგრამ სირბილთან ერთად, კრეატიულობა და ეფექტურობაა საჭირო. ჩვენთვის ურთულესი დღე იყო და მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია. ორი თერთმეტმეტრიანი გავაცუდეთ და უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ბარსელონას დონის გუნდს ასეთი რამ არ უნდა ახასიათებდეს.

მეტოქემ კარგად იასპარეზა. მათი მეკარე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ისინი ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და ვხვდები ატლეტიკო რატომ დაამარცხეს, ჩვენ კი უნდა ვიმსჯელოთ 120 წუთის თამაში კიდევ ერთხელ რატომ მოგვიწია“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ მხრიდან თერთმეტმეტრიანი დარტყმები პიანიჩმა და დემბელემ გააფუჭეს. ამ უკანასკნელმა თავისი შეცდომა დამატებით დროში გამოასწორა და 92-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 121-ზე კი ბრაიტუაითმა „ბარსელონას“ 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი

კრისტალბეთის მატარებელი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში