Aa Aa
21 იანვარი 2021  |  10:11

30-ე სამმაგი დუბლი - დონჩიჩი რობერტსონსა და მეჯიქს შეუერთდა

„დალას მავერიქსის“ სუპერვარსკვლავი, ლუკა დონჩიჩი ლეგენდარული კალათბურთელების მიღწევების გამეორებასა და გულშემატკივრების გაოცებას განაგრძობს. გამთენიისას, სლოვენიელმა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ იასპარეზა და 13 ქულა, 12 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ლუკამ კარიერაში 30-ე სამმაგი დუბლი მიითვალა და იგი ისტორიაში მე-3 კალათბურთელი გახდა, რომელმაც NBA-ში ჩატარებულ საწყის 3 სეზონში 30 ან უფრო მეტი ტრიპლ-დაბლი შეასრულა. დონჩიჩი დიდების დარბაზის წევრებს, ოსკარ რობერტსონსა და მეჯიქ ჯონსონს შეუერთდა.

სლოვენიელს მხარი 27 ქულითა და 13 მოხსნით კრისტაპს პორზინგისმა აუბა. ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორმა და ჯეილენ ბრანსონმა 19-19 ქულა დააგროვეს, ტრეი ბერკი და უილი კოლი შტაინი კი 22 და 10 ქულით გამოირჩნენ.

„დალასმა“ „ინდიანას“ დამაჯერებლად, 124-112 სძლია. გოგა ბითაძეს რაც შეეხება, მაილს ტერნერის არყოფნის მიუხედავად, ქართველ ცენტრს სათამაშო დრო არ მიუღია. „მავერიქსმა“ „პეისერსის“ დამარცხებით 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, „ინდიანამ“ კი ზედიზედ მეორედ წააგო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი

კრისტალბეთის მატარებელი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში