ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი - კრიშტიანუ რონალდუ!
Aa
Aa

ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი - კრიშტიანუ რონალდუ!

იტალიის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ. "ბებერმა ქალბატონმა" შეხვედრა 2:0 მოიგო და თასს დაეუფლა.

მატჩში პირველი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და საფეხბურთო ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გახდა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 35 წლის შემტევს ოფიციალურ მატჩებში 760 გოლი დაუგროვდა. ასეთი შედეგი კი არასდროს არავის ჰქონია. დღემდე ყველაზე მეტი ოფიციალური გოლი(759) ჩეხ იოზეფ ბიცანს ჰქონდა გატანილი.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ 760 გოლიდან 5 "სპორტინგის" რიგებში გაიტანა, 118 "მანჩესტერ იუნაიტედში", ყველაზე მეტი 450 მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში, 102 ეროვნული ნაკრების მაისურით, ხოლო 85 კი "იუვენტუსში." ცნობისთვის, რონალდუსთვის იტალიის სუპერ თასი "იუვენტუსის" რიგებში მე-4 მოგებული ტიტული გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები