Aa Aa
19 იანვარი 2021  |  09:52

ისტორიაში პირველი - ჰარდენმა NBA-ის ახალი რეკორდი დაამყარა

ჯეიმს ჰარდენმა NBA-ის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა. „ბრუკლინ ნეთსის“ რიგებში გამართულ სადებიუტო შეხვედრაში გაფორმებული სამმაგი დუბლის შემდეგ, „წვერამ“ „მილუოკი ბაქსთან“ გაიბრწყინა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტთან ჰარდენმა „ნეთსს“ ულიდერა და 34 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. იგი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ახალი გუნდის მაისურით ჩატარებულ საწყის 2 მატჩში მინიმუმ 30 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„ბრუკლინის“ ახალწვეულს მხარი კევინ დურანტმა აუბა, რომელმაც საფინალო სირენამდე 36 წამით ადრე უმნიშვნელოვანესი 3-ქულიანი ჩააგდო და აქტივში 30 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა. ჰარდენმა და დურანტმა თანაგუნდელების რანგში გამართულ საწყის 2 შეხვედრაში 138 ქულა დააგროვეს, რაც 1961 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია. „წვერაზე“ და „კეიდიზე“ უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ უილტ ჩემბერლენსა და იორკ ლარესეს აქვთ, რომლებმაც 151 ქულა გააკეთეს.

აქვე გეტყვით, რომ „ბრუკლინმა“ „მილუოკი“ 125-123 დაამარცხა და მომდევნო მატჩი 21 იანვარს, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ ელის. ამერიკული პრესის ინფორმაციით, დურანტი, ჰარდენი, ირვინგის ტრიოს პირველად სწორედ „კავსთან“ ვიხილავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი

კრისტალბეთის მატარებელი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში