Aa Aa
17 იანვარი 2021  |  21:00

3 მედალი ნიცადან - გიორგი მელია გრან პრის გამარჯვებულია

ნიცაში ჭიდაობის გრან პრი დასრულდა.საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭდავეთა ნაკრებმა ტურნირზე 3 მედალი მოიპოვა.

ანრი დეგლანის სახელობის გრან-პრის გამარჯვებული გიორგი მელია გახდა, 97 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანის წარმომადგენელი მურად ლოკიაევი 5-0 დაამარცხა.

ფინალამდე მელიამ 4 ბრძოლა გამართ და ოთხივეში იოლად იმარჯვა. ქართველმა მოჭდავემ ამერიკელი დანიელ მილერი,პოლონელი ჯერარდ კურნიჩეკი,ავსტრიელი დანიელ გაცლი და ასევე ავსტრიელი მარკუს რაგინგერი დაამარცხა.

ტურნირზე ბრინჯაოს მედლები გურამ ხეცურიანმა და სულხან ბუაძემ დაისაკუთრეს. 

შეგახსენებთ,რომ გუშინ თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 10 წონით კატეგორიაში 9 მედალი მოიპოვეს.

ანრი დეგლანის სახელობის გრან პრის გამარჯვებულები ბექა ლომთაძე,ზურაბ იაკობიშვილი,ნიკა კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს გივი მაჭარაშვილი და დავით ტლაშაძე დასჯერდნენ,ხოლო ბრინჯაოები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა,ბექა ბუჯიაშვილმა და ირაკლი მწითურმა დაისაკუთრეს.

მედლის გარეშე მხოლოდ დავით მარსაგიშვილი (86 კგ.)დარჩა, რომელიც ჯერ ნახევარფინალში,ხოლო შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძლაში დამარცხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში