გერდ მიულერს აჯობა - ლევანდოვსკის ახალი რეკორდი!
Aa
Aa

გერდ მიულერს აჯობა - ლევანდოვსკის ახალი რეკორდი!

ბუნდესლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "ფრაიბურგი" დაუპირისპირდნენ. "რეკორდმაისტერმა" მეტოქე მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ეს მატჩი კი მიუნხენელთა თავდამსხმელისთვის რობერტ ლევანდოვსკისთვის ისტორიული აღმოჩნდა.

შეხვედრაში ანგარიში სწორედ პოლონელმა თავდამსხმელმა გახსნა და ეს გოლი მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ეგიდით 21-ე იყო. ლევანდოვსკი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პირველ 16 ტურში 21 გოლი გაიტანა. აქამდე რეკორდი ლეგენდარულ გერდ მიულერს ეკუთვნოდა, რომელმაც 1968/1969 წლების სეზონის საწყის 16 ტურში 20 გოლი გაიტანა.

ამრიგად, 32 წლის თავდამსხმელი ბუნდესლიგის ახალი რეკორდსმენია. შეგახსენებთ, რომ რობერტი მიუნხენის "ბაიერნს" 2014 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში პოლონელმა ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი მოიგო გარდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა, თუმცა სულ მალე "რეკორდმაისტერი" ხსენებულ ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს და ლევანდოვსკის შესანიშნავი შანსი ექნება ეს დარჩენილი ტიტულიც მოიგოს. 2014 წლიდან დღემდე პოლონელმა შემტევმა "ბაიერნის" მაისური 311-ჯერ მოირგო და 270 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები