UFC-ში გურამ ქუთათელაძის მეტოქე ცნობილია: ''ქართველი ვიკინგის'' ბრძოლა 14 მარტს შედგება
Aa
Aa

UFC-ში გურამ ქუთათელაძის მეტოქე ცნობილია: ''ქართველი ვიკინგის'' ბრძოლა 14 მარტს შედგება

UFC-ის ქართველი მებრძოლის, გურამ ქუთათელაძის შემდეგი მეტოქე ცნობილია. 14 მარტს ქუთათელაძე დონ მადჯის დაუპირისპირდება. ინფორმაციას ''ქართველი ვიკინგისა'' და მადჯის შეხვედრის შესახებ Mmajunkie ავრცელებს.

ქუთათელაძემ UFC-ში 1 ბრძოლა გამართა და გამარჯვებით დაასრულა. გასული წლის ოქტომბერში გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა და მატეუშ გამროტს დაუპირისპირდა. ქართველმა მებრძოლმა მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მისი და გამროტის ჯახმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ქუთათელაძისა და გამროტის ჩხუბი ქარდის საუკეთესო ბრძოლად სცნეს.

ნოემბერში UFC-მ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ოქტომბრის საუკეთესო ბრძოლის ორი ნომინანტი დაასახელა. ერთ-ერთი სწორედ ქუთათელაძისა და გამროტის შერკინება იყო. მათ კონკურენციას კესი კენისა და კრისტიან ვუდის ჯახი უწევდა.

MmmaJunkie-მ გურამისა და მატეუშის შერკინება ოქტომბრის 5 საუკეთესო ბრძოლას შორის დაასახელა, თუმცა საუკეთესოს სტატუსი სწორედ კენისა და ვუდის ჩხუბს მიანიჭა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები