ამბროზინი:
Aa
Aa

ამბროზინი: "მანჯუკიჩს იბრაჰიმოვიჩის ადგილის დაკავება უნდა!"

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ მარიო მანჯუკიჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ხორვატი თავდამსხმელი სულ მალე "მილანს" შეუერთდება და კონკურენციას ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუწევს.

"მანჯუკიჩი ბრწყინვალე თავდამსხმელია და მას კონტრაქტს ახლავე გავუფორმებდი. ის გუნდს ძალიან დაეხმარება, მაშინაც კი თუ სრულ მზადყოფნაში არ იქნება.

"მილანმა" ბრწყინვალე ინვესტიცია ჩადო. მარიო სეზონის დარჩენილ ნაწილში კლუბს დიდ დახმარებას გაუწევს. ის საჯარიმოში სახიფათოა და მეორე სართულზე უზადოდ ასპარეზობს. 

ვფიქრობ, რომ მანჯუკიჩსაც ძალიან უნდა "მილანში" გადასვლა და იბრაჰიმოვიჩის ადგილის დაკავება. მათ შორის კონკურენცია გუნდისთვის მომგებიანი იქნება." - განაცხადა ამბროზინიმ

შეგახსენებთ, რომ მასიმო ამბროზინი "როსონერის" რიგებში 1995 წლიდან 2013 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში იტალიელმა ნახევარმცველმა 489 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 36 გოლი გაიტანა. კარიერა კი 2014 წელს "ფიორენტინას" რიგებში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები