შენგელიას 10 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ცსკა ბარსელონასთან დამარცხდა
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ცსკა ბარსელონასთან დამარცხდა

თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 75-88 დამარცხდა. „არმიელები“ მასპინძლის სტატუსით იყვნენ და გულშემატკივრებმა პირველ ნახევარში დაძაბული ბრძოლა იხილეს.

ცსკა-მ საწყისი მეოთხედი 5 ქულით მოიგო, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა. მოსკოველებმა მეორე ნახევარი ცუდად ჩაატარეს და მესამე მეოთხედში - 15, ხოლო ბოლო ათწუთეულში 19 ქულა ჩააგდეს და დამსახურებულად დამარცხდნენ.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 27 წუთ-ნახევარი გაატარა და აქტივში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი ჩაიწერა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 2-ქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. თოკოს 3 დაკარგვა ჰქონდა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 10-ს უწია.

„ბარსელონასთან“ წაგების შემდეგ, ცსკა-ს 15 მოგება და 5 მარცხი მაქვს. „არმიელები“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრა 22 იანვარს ელით. თოკო და კომპანია საკუთარ კედლებში „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები