Aa
Aa
15 იანვარი 2021  |  11:00

"ლეგენდები არ კვდებიან" - ხახალეიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. მის ცხედარს ვეტერანები და ნაკრების მოქმედი ძიუდოისტები დახვდნენ.

ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი, დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა და ცოტა ხნის წინ, მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა, სამწუხაროდ, სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ერგო მეტად საპატიო მისია - ისტორიაში პირველად საქართველოს დროშით ხელში გამოსულიყო ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

ასევე, დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აიმართა ქართული დროშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები