თარიღი ცნობილია -
Aa
Aa

თარიღი ცნობილია - "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებრს თებერვალში დაუპირისპირდებიან

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო მატჩი 7 თებრვალს თბილისში გაიმაღთება.ინფორმაციას რუსეთის რაგბის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ,რომ აღნიშნული დაპირისპირირება გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო,მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ტური გადადო. ბოლოს ეს შეხვედრა პირველ ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაიდო

ისტორიის განმავლობაში „ბორჯღალოსნები“ „დათვებს“ 23-ჯერ დაუპირისპირდნენ და 21-ჯერ დაამარცხეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს.

გამონაკლისი მხოლოდ 1993 წელს პოლონეთში გამართული მატჩი გამოდგა, რომელიც რუსებმა მოიგეს, 2002 წელს "დინამო არენაზე" ჩატარებული დაპირისპირება კი ფრედ - 12:12 დასრულდა.

ახალი სეზონის ზუსტი განრიგი გადადებული მატჩების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების ჯამის შედეგად, საუკეთესო გუნდი 2023 წლის მსოფლიო თასზე გ ჯგუფში, უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და გლობალური საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან ერთად ევროპა 1-ის სტატუსით მოხვდება.

მეორე ადგილზე გასული გუნდი ბ ჯგუფში სამხრეთ აფრიკას, ირლანდიას, შოტლანდიას და აზია-წყნარი ოკეანის პლეიოფის გამარჯვებულთან მოხვდება. მესამე ადგილზე მყოფი გუნდი გლობალურ საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები