კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ - თბილისის დინამოს დავით სხირტლაძე ტოვებს
Aa
Aa

კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ - თბილისის დინამოს დავით სხირტლაძე ტოვებს

თბილისის "დინამოს" და საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გუნდიდან მიდის. Crystalsport-ის ინფორმაციით კლუბი და 27 წლის ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ მის პოზიციაზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ახალ ტრანსფერს ამზადებს. საქმე სერბ ზორან მარუშიჩს ეხება. აქედან გამომდინარე თბილისელებს სხირტლაძის ჩანაცვლება არ გაუჭირდებათ.

ცნობისთვის, 27 წლის ფორვადი თბილისის "დინამოს" 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა. მან Crystalbet ეროვნულ ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო. კარიერაში პირველი ტიტული გასულ სეზონში მოიპოვა, თბილისის "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

სხირტლაძეს სხვადასხვა დროს დანიის, სლოვაკეთისა და პოლონეთის ჩემპიონატებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები